უკრაინის პრეზინდეტმა პარლამენტი დაითხოვა. უკვე ცნობილია ვადამდელი არჩევნების თარიღიც. არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. პეტრო პოროშენკოს თქმით, დეპუტატების ნაწილი იანუკოვიჩის დიქტატორულ გადაწყვეტილებებს უჭერდა მხარს, რამაც ადამიანები იმსხვერპლა.
პრეზიდენტის თქმით, ამისთვის პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს. პოროშენკომ კანონმდებლები სეპარატისტების დაფინანსებაშიც დაადანაშაულა.
პარალელურად, გრძელდება სამხედრო ოპერაცია უკრაინის აღმოსავლეთში, სადაც არმია დონეცკის და ლუგანსკის შემოგარენს აქტიურად უტევს. უკრაინული მედია კი ავრცელებს ინფორმაციას, რუსეთიდან ქვეყანაში სამხედრო ტექნიკის და სატვირთო კოლონის შესვლის შესახებ.
RUSTAVI2.COM
No comments:
Post a Comment