ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მთავრობას დაავალა მაქსიმალური დახმარება აღმოუჩინოს უკრაინას.
კარგი იქნება, თუ ჰუმანიტარულ დახმარებას აღმოვუჩენთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს,`- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
პრემიერ-მინისტრი უკრაინაში გამგზავრების თაობაზე ჯანდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებითაც დაინტერესდა. დავით სერგეენკო კიევში ხვალ მიემგზავრება. ვიზიტის მიზანია დაჭრილებისა და დაშავებულთა მკურნალობაში დახმარება.
სერგეენკოსთან ერთად, უკრაინაში გაემგზავრება საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის უფროსი ზურაბ უტიაშვილი. პარალელურად, თბილისში დღეს საღამოს ჩამოდიან უკრაინის რამდენიმე უწყების, მათ შორის ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები.
RUSTAVI2.COM
No comments:
Post a Comment